LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც ჩემთან ასეთი ფორმით ანგარიშსწორება გადაწყვიტა, უკვე დამარცხებულია – ეკა ბესელია

23D5AB9D-B329-412F-9612-10BA8D2AA319_w650_r1_s

ვინც ამ ყველაფრის უკან დგას, ეტყობა, კარგად არ მიცნობთ. ეს ყველაფერი შინაგანად უფრო  მაძლიერებს და განმაწყობს, რომ ამ ქვეყანაში დამთავრდეს ეს უბედურება,-ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია მის წინააღმდეგ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების რამდენჯერმე გავრცელებას.

მისი თქმით, ის ელოდა და მზად იყო, რომ მის წინააღმდეგ მდაბიო მეთოდებს გამოიყენებდნენ. დეპუტატი ამბობს, რომ ვინც მასთან ასეთი ფორმით ანგარიშსწორება გადაწყვიტა, უკვე დამარცხებულია.

„ასეთ მდაბიო, საცოდავ მეთოდებს მიმართავენ ადამიანები, რომლებიც ჭაობზე უფრო დაბლა არიან. ჩვენი მოქალაქეების ასეთი მორალური ტერორისგან დასაცავად საჭიროა, რომ მე და ის ადამიანები, ვინც ეს ყველაფერი იწვნია, გავერთიანდეთ და სხვებს დავეხმაროთ და ავარიდოთ მსგავსი რამ ნებისმიერ სიტუაციაში. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ქალს, ეს ნებისმიერი ადამიანისთვის დიდი გამოცდაა. ჩემთვის ეს არის ის ახალი შინაგანი მდგომარეობა, რომელიც კიდევ უფრო შეუვალს მხდის. მე ამას ველოდი, მზად ვიყავი და მათ, ვინც ამ ყველაფრის უკან დგას, კიდევ ერთხელ ვეტყვი – არ არსებობს არანაირი ძალა, რომელიც შემაშინებს, გამაჩერებს ან პოზიციას შემაცვლევინებს. ეს იცის ყველამ, ვინც გამომცადა იმ რეჟიმის დროს, როდესაც უფრო მძიმე განსაცდელები გავიარე. ვერ შეძლო მაშინ სააკაშვილის რეჟიმმა ჩემი გაჩერება. ამიტომ ვინც ჩემთან ასეთი ფორმით ანგარიშსწორება გადაწყვიტა, უკვე დამარცხებულია. ეს რომ არ მოხდეს ხვალ და ზეგ სხვების მიმართ, ამაში მე ძალიან დიდ წვლილს შევიტან“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღეს, 31 იანვარს ინტერნეტში პარლამენტის დეპუტატის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები კიდევ ერთხელ გავრცელდა.

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დღეს განაცხადება გააგვრცელა “ქართულმა ოცნებამ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g