LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, მისი გემო იცის, სისხლისა და სიკვდილის გემო: ვალერი ზალუჟნი

111
ვალერი-ზალუჟნი-1

როგორ შეიძლება დამოუკიდებლობა შეიგრძნოთ? ვინც მისთვის იბრძვის, ვინც მისი გემო იცის, ეს არის კანშ გამჯდარი მიწის გემო, სისხლისა და სიკვდილის გემო, რომლითაც ჰაერია გაჯერებული. ცრემლების მლაშე გემო, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალი ქვეყნის დამოუკიდებლობის 31 წლისთავთან დაკავშირებით.

მისი თქმით დამოუკიდებლობა ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც მხრებზე გაწევს.

“მიდიხარ ბრძოლაში და იცი, რომ ყველა არ დაბრუნდება. ცოცხლებიც და დაღუპულებიც მუდამ შენთან დარჩებიან. სინდისსა და ხსოვნაში” – აცხადებს ზალუჟნი

“დამოუკიდებლობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან მისთვის იბრძოლონ. მადლობა თქვენ, უკრაინის მცველო კაცებო და ქალებო! მე მაქვს თქვენთან ერთად მსახურების პატივი. მარადიული ხსოვნა დაღუპულ გმირებს! მარადიული დიდება ცოცხლებს! დიდება უკრაინას!” – აცხადებს გენერალი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g