განათლების მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი სოციალურ ქსელში აქციაზე გადაღებულ, 13 წლის ბიჭის ვიდეოს აქვეყნებს.
სადაც ბავშვი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე ცრემლებით საუბრობს.
„არ შემიძლია ემოცია დავმალო, რომ რუსი მონების წინაშე ვდგავარ. იმისთვის იბრძოლა ბაბუაჩემმა და მისმა ბაბუამ, რომ მე აქ ვიდგე? – თუ იმისთვის, რომ მე ახლა ლოგინში ტკბილად მეძინოს და იმის შიში არ მქონდეს, რომ რუსეთი მოვიდეს და რუსებმა დამარბიოს. ესენი არიან მონები, ამათთან საუბარს აზრი არ აქვს. რუსები ადამიანები არ არიან. ოდითგანვე ასე იყო, რომ რუსები იყვნენ საზიზღრები, დემონები, უპატრონო ძაღლებს უფრო მეტი შეგნება აქვთ, რომ ჩვენ დაგვიცვან, ძაღლებიც ხვდებიან, რომ ესენი არიან ეშმაკები და დემონები“ – ამბობს ბავშვი.
ბაია კვიციანი აღნიშნულ ვიდეოს ეხმაურება და წერს, რომ ბავშვები მოტყუებულები არიან.
„შეეშვით ბავშვებს. მომავალი თაობის ასე მოტყუება, მიზანმიმართულად და მათი შეცდომაში შეყვანა და მათ პარტიულ აქტივად გამოყენება არავის ეპატიება.
ვინც ეს პატარა ასე მწარედ მოატყუა, იმას არ ენახოს მეტი სიმართლე ცხოვრებაში.
მცდარ, გამოგონილ აღქმებზე და მოჩვენებითობაზე რომ ამყარებთ ხალხის ნდობას, მაგიტომ აგებთ არჩევნებს, აქაც და მსოფლიოში. ბოლოს სიმართლე ყოველთვის ირკვევა.“ – წერს ბაია კვიციანი.