LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც კი უყურებს რუსთავი 2-სა და ნანუკას შოუს, იმ ქალების 90% ოჯახები აქვთ დანგრეული – კვიციანი

-კვიციანი-1521625340-1024x758

“ქალებზე ძალადობა არ არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული? აბა, რას ჩავჩიჩინებთ მაგას? ან საერთოდ, რატომ არ ვუკრძალავთ ტელევიზიებს… ვინც კი უყურებს რუსთავი 2-სა და ნანუკას შოუს, იმ ქალების 90 პროცენტს ოჯახები აქვთ დანგრეული..”- ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა, ემზარ კვიციანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განაცხადა, სადაც ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს VI პერიოდულ ანგარიშის პროექტს განიხილავდნენ.

„რატომ არ ვუკრძალავთ საერთოდ ტელევიზიებს. ვინც კი რუსთავი 2-ს უყურებს და ნანუკას შოუს, იმ ქალების 90%-ს ოჯახები აქვთ დანგრეული, არ აკვირდებით? რა შუაშია და თავშია, მიზანმიმართულად მიდის ჩვენი ოჯახების დანგრევა და ჩვენი სახელმწიფოს დანგრევა, ამას ფრთხილად უნდა მივუდგეთ, არა? ხშირად არის ხაზგასმა იმაზე, რომ აი, ქალებზე ძალადობაზე ლაპარაკი. და კაცებზე არ ძალადობენ ქალები? ხო არის ესეც? ხომ დასჯადია ისიც და ისიც? აბა, რას ვუმატებთ კიდევ”- განაცხადა ემზარ კვიციანმა.

მისი თქმით, დღეს მიზანმიმართულად მიდის  ოჯახებისა და  სახელმწიფოს დანგრევა.

რაც უფრო მეტად ერევა სახელმწიფო ოჯახში, მეტი ოჯახი რომ ინგრევა, ვერ ვხედავთ? დააკვირდით, ხელს უწყობთ სახელმწიფო ადამიანს ოჯახის დანგრევაში, 5 დღე არის დაწესებული, იმისთვის, რომ… რომელი ოჯახი არის, რომ კამათი არაა ოჯახში, კაცო. 5 დღე არის დაწესებული, რომ თუ მიხვედი მეუღლესთან ერთად იუსტიციის სახლში, დაწერეთ განცხადება გაბრაზებულზე, 5 დღეში ჩაგახუტებენ განქორწინებას. ადრე არ იყო ასე და ნორმალურად ვცხოვრობდით და არ იყო ასე გამრავლებული ოჯახური ძალადობები. 6 თვე იყო მოსაფიქრებლად და ცდილობდა მოსამართლე ისიც, რომ რამენაირად შეენარჩუნებინა ოჯახი, ახლა პირიქით, გვიხარია რატომღაც ამ ოჯახების დანგრევა და ამიტომ, რაღაცა იქნება მოვიფიქროთ. აი, აქ არის დასაფიქრებელი ქალბატონო სოფო , აი, აქ უნდა დავფიქრდეთ და მაგრად უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ოჯახი არ ინგრეოდეს”- განაცხადა კვიციანმა

https://www.facebook.com/liberalimagazine/videos/293751274869189/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g