„ქვეყანაში დღისით, მზისით სცემენ ადამიანებს და არავინაა მომკითხავი.
ნული გამოძიებული საქმე, ნული დასჯილი ადამიანი. სახეებიც ჩანს, გადაადგილების მარშრუტიც ცნობილია, ლამის ყველაფერი ცნობილია, მაგრამ სამართალს ფართოდ დაუხუჭავს თვალები“ – ამის შესახებ მწერალი, ტელეწამყვანი და ინტელექტკლუბის „რა? სად? როდის?“ მოთამაშე, ალექსანდრე ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს და აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმას ეხმაურება.
„ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ პოსტში ლორთქიფანიძე მიმართავს მათ, ვინც „ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს აპროტესტებდა“:
„ქვეყანაში დღისით, მზისით სცემენ ადამიანებს და არავინაა მომკითხავი.
ნული გამოძიებული საქმე, ნული დასჯილი ადამიანი. სახეებიც ჩანს, გადაადგილების მარშრუტიც ცნობილია, ლამის ყველაფერი ცნობილია, მაგრამ სამართალს ფართოდ დაუხუჭავს თვალები. მანამდე ადამიანებს ურეკავდნენ და აგინებდნენ. ნული
გამოძიებული საქმე, ნული დასჯილი ადამიანი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კამორაში. დღის 2 საათია და ყველაფერი გენიალურადაა!
პ.ს. ვინც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს აპროტესტებდით და ახლა ამ მდგომარეობას გემრიელად ირგებთ, მიშა „პროსტა ვიდზე არ გევასებოდათ?“ – წერს ალექსანდრე ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, აქტივისტ ზურა ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
ცნობისთვის, დღეს სამოქალაქო აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილი სცემეს, რის შესახებაც ინფორმაცია თავდაპირველად სამოქალაქო აქტივისტმა სალომე ბარკერ ნიკოლეიშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაავრცელა.
ქვეყანაში დღისით, მზისით სცემენ ადამიანებს და არავინაა მომკითხავი. ნული გამოძიებული საქმე, ნული დასჯილი ადამიანი….
Posted by Alexandre Lordkipanidze on სამშაბათი, 11 ივნისი, 2024