LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვინც რა უნდა, ის თქვას და ჩემთვის ცოცხალი ხარ… დღეს შენი 62-ე დაბადების დღეა“ – მეგობრები ზურაბ დოიჯაშვილს ემოციურად იხსსენებენ

187
ზურა დოიჯაშვილი

17 აგვისტო ზურა დოიჯაშვილის დაბადების დღეა. დღეს მას 62 წელი შეუსრულდებოდა. მეგობრები გარდაცვლილ მომღერალს სოციალურ ქსელში იხსენებენ.

ერთ-ერთი პირველმა ზურა დოიჯაშვილი ჟურნალისტმა ბესო ჩუბინიძემ გაიხსენა.

„დღეს შენი 62-ე დაბადების დღეა, ზური ძმაო…

1997 წლიდან ვძმაკაცობთ მე და შენ, მერე ჩემს ბაჩოსაც დაუძმაკაცდი და მიხაროდა….

ვინც რა უნდა, ის თქვას და ჩემთვის ცოცხალი ხარ, ძმაო…

დოიჯ, აბა, შენ იცი და ჩვენი ბიჭები მომიკითხე მაქაურ საქართველოში და აქაურში დარჩენილთა სადღეგრძელო მაქედანა სთქვით ჩვენზე, დოიჯ“, – წერს ბესო ჩუბინიძე და მომღერალთან ერთად გადაღებულ კადრებს აზიარებს.

ზურაბ დოიჯაშვილი – ჩვენი ქალაქის ხმა და სიმღერად ქცეული მელიქიშვილის გამზირი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g