LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც სახლშია, მიიღოს ბევრი წყალი, იმოძრაოს და ასევე, მიიღოს ლიმონი, რომელსაც სისხლის გამათხელებელი შეიძლება ვუწოდოთ: რეკომენდაციები პაატა იმნაძისგან

635
paata-imnadze

ფიზიკური აქტივობა, ორგანიზმის სითხით მომარაგება და ლიმონის მიღება – ეს რეკომენდაციებია, რომლებსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე თრომბოემბოლიის რისკის შესამცირებლად გასცემს.

იმნაძემ „იმედის დილაში“ ისაუბრა და იმ ადამიანებს, რომლებიც არიან კოვიდდადებითები და შინ მკურნალობენ, მოუწოდა, რომ მუდმივი კავშირი ჰქონდეთ ოჯახის ექიმებთან, რადგან მათ ყველაზე კარგად იციან, რა რისკფაქტორები აქვთ რა შეიძლება იყოს მათი ჯანმრთელობისთვის პრობლემა.

„მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსს საშინელი სისუსტე ახასიათებს, თავს ძალა უნდა დავატანოთ და ბევრი ვიმოძრაოთ. სულ მცირე, უნდა ვიაროთ. არის გარკვეული ვარჯიშები, რომლებიც უნდა შევასრულოთ. გაციების დროს ლიმონიანი ჩაი რომ კარგია, ესეც ყველამ ვიცით. ასე რომ, ვინც სახლშია, მიიღოს ბევრი წყალი, იმოძრაოს და ასევე, მიიღოს ლიმონი, რომელსაც სისხლის გამათხელებელი შეიძლება ვუწოდოთ“, – ამბობს პაატა იმნაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები