„ვინც სამხედრო მოვალეობის შესრულებისას მოკვდება, მსხვერპლი შლის ყველა ცოდვას, რაც ადამიანმა ჩაიდინა“, – ამის შესახებ რუსეთის პატრიარქმა კირილმა ქადაგებისას განაცხადა.
მისი თქმით, „ეკლესია ლოცულობს, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს“.
“ჩვენ ვიცით, რომ დღეს ბევრი იღუპება შიდა ომის ველებზე. ეკლესია ლოცულობს, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ამ ძმათამკვლელ ომში რაც შეიძლება ნაკლებმა ძმამ მოკლას ერთმანეთი. ამავდროულად, ეკლესიამ იცის, რომ თუ ვინც მოვალეობის გრძნობითაა, ფიცის შესრულების აუცილებლობა ამოძრავებს, თავისი მოწოდების ერთგული რჩება და სამხედრო მოვალეობის შესრულებისას მოკვდება, მაშინ ის უდავოდ მსხვერპლის ტოლფასია. ის თავს სწირავს სხვებისთვის და ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ ეს მსხვერპლი შლის ყველა ცოდვას, რაც ადამიანმა ჩაიდინა”.- ამბობს კირილი.