LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც სხვაზე ფიზიკურად ძალადობს, ყველაზე სუსტი და დაუცველია – პეტრე კოლხი

134
ასასასა

მამა პეტრე კოლხი, რომელიც სოციალურ ქსელში ხშირად აფიქსირებს თავის პოზიციას სხვადასხვა მოვლენებთან დაკავშირებით, ამჯერად გახშირებულ მკვლელობებზე წერს.

“ე.წ. ქუჩური გარჩევები, ,,ძველი ბიჭობის” ინსტიტუტი, ჯგუფებად დაყოფილი საზოგადება, კლანებს შორის დაპირისპირება, მახინჯი, დეგრადირებული, დაკომპლექსებული, გონებრივად შეზღუდული, ფსკერზე ჩარჩენილი ადამიანების დამსახურებაა. ამ რეალობად ქცეულ მარაზმატიკას უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება.
ვინც სხვაზე ფიზიკურად ძალადობს, ყველაზე სუსტი და დაუცველია. ძლიერს არ სჭირდება ძალების დემონსტრირება, ის ისედაც გავლენიანია.
საკუთარ ბოღმაში და უსუსურობაში გამოკეტილს, რომელიც შურისგან სადაცაა გასკდება, უჭირს სხვისი უპირატესობა აღიაროს და ,,საუკეთესო” გამოსავლად ადამიანის ლიკვიდაციას მიიჩნევს.
სამწუხაროდ ვერ აცნობიერებს, რომ ძალიან ცუდად დაამთავრებს…
სხვისი განადგურება კი არა, ჭიანჭველაზე შემთხვევით დაბიჯებაც მოგვეკითხება!..”,-წერს მამა პეტრე კოლხი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g