გუშინ, “ასტრაზენეკას” განაწილებასთან დაკავშირებით წარმოქმნილმა შეფერხებამ, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პოლიტიკურ მხარეებს შორის შეპასუხება და ძველი შეცდომების გახსენებაც გამოიწვია.
ოპოზიციის კრიტიკას პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვაქცინების დაგვიანებაზე სწორედ ის ხალხი საუბრობს, ვინც ხანდაზმულ ადამიანებს კბილები ამოუღო და შემდეგ მიატოვა:
“მომეჩვენა, თუ ის ხალხი ლაპარაკობს აქ ვაქცინების დაგვიანებაზე, ვინც კბილები ამოუღეთ ხანდაზმულ ადამიანებს და მერე მიატოვეთ. თქვენი პროგრამა “ღიმილიანი საქართველო” გახსოვთ? თქვენ გინდათ დაგვაჯეროთ ახლა, რომ მართლა წუხხართ, რომ ვაქცინამ ორი დღით დაიგვიანა? – მიმართა თალაკვაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს.
მისივე განცხადებით, აღნიშნული საკითხი ჯანდაცვის მინისტრთანგანიხილეს და იმ ადამიანებს, რომლებსაც პირველი ვაქცინის მიღებიდან 10-12 კვირის თავზე მეორე დოზის მიღება უწევდათ, პრობლემა არ შეექმნებათ.