23 წლის მოდელი, ვინი ჰარლოუ დუბაიში ისვენებს. ლამაზმანი და მისი მეგობარი ფოტოგრაფი ფოტოსესიებს აწყობენ, შედეგი კი „ინსტაგრამზე“ ქვეყნდება.
მოდელი ცნობილი თავისი განსაკუთრებულობით გახდა: ვინი კანის პიგმენტაციის დარღვევით დაიბადა. სწორედ ვიტილიგო გახდა ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია.
ახალ ფოტოებზე ჰარლოუ თეთრეულის კომპლექტში გამოწყობილი ოკეანის ფონზე პოზირებს და არამარტო არაჩვეულებრივ სხეულს, არამედ უჩვეულო კანსაც უსვამს ხაზს.
