LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინმემ ამიხსენით სად მიდის ეს ხალხი…ეს ჯოჯოხეთის გზა 10 და 20 ათას დოლარამდე ჯდება – რატომ ვარდება ამ ურჩხულის ხახაში შენი მოქალაქე, კითხვა არ გიჩნდება ხელისუფალს? ეს უნდა დასრულდეს…: ანა მიქაძე ჩიკვაიძე

218
ანა მიქაძე

ქართული რძის პროდუქტების მკვლევარი, ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა მიქაძე ჩიკვაიძე ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ მომზადებულ სიუჟეტს აქვეყნებს, სადაც აცხადებენ, რომ „საქართველოდან წასულებს ბრუკლინის ქუჩებში გარდაცვლილებს პოულობენ“.

ანას აინტერესებს, რატომ არ ინტერესდებიან შესაბამისი უწყებები სად მიდის ხალხი. მისი განცხადებით, ეს ჯოჯოხეთი უნდა დასრულდეს და სხვა, რაღაც ლეგალური გზა უნდა მოინახოს.

ანა მიქაძე ჩიკვაიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება უნდა ინტერესდებოდეს ადამიანებით, რომლებიც ამერიკაში მოხვედრას მექსიკის გზით ცდილობენ და „ურჩხულის ხახაში ვარდებიან“.

„ვინმემ ამიხსენით ჩემზე ჭკვიანმა ლამაზმა, ქერამ, ცისფერათვალებამ. ჯანდაბამ..

გათვითცობიერებულმა..

მექსიკის ეს გზა იცის მთელმა მსოფლიომ და არ იცის ამერიკის პოლიციამ, საემიგრაციო სამსახურმა, ეფბიაიმ, ცსს-მ, ჯანდაბამ ?

ან მექსიკის ვიზით რომ მიფრინავენ, ჩვენმა სპეცსამსახურებმაც არაფერი იციან და კითხვასაც არ სვამენ საზღვრის გადაკვეთისას?

სად მიდის ეს ხალხი.

უცებ ყველას მაიას პირამიდები და ფრიდა კალოს ნახატების ნახვა მოუნდა თუ მარიო ჩიმაროს სანახავად მიდიან…

ეს ჯოჯოხეთის გზა რომ 10 და 20 ათას დოლარამდე ჯდება არც ეს იცის ვინმემ?

ცალი თვალით, ფილმებში მაინც არ გინახავთ რა სასტიკ ცხოველებს (კი, არ მერიდება ამის თქმა) ჰგვანან მექსიკელი გამყოლები. აგერ ახლა მომწერეს.. ხანდახან შუა გზაში ტოვებენო..

ეს უნდა დასრულდეს.

და რაღაც ლეგლური გზა უნდა გამოინახოს…

პს.. რატომ გარბის შენგან და რატომ ვარდება ამ ურჩხულის ხახაში შენი მოქალაქე, კითხვა არ გიჩნდება ხელისუფალს…

იქნებ კელის კირკიტის ნაცვლად მიგემართათ და, 2024 წლამდე გაჭიმული განცხადებების დაკმაყოფილება გეთხოვათ მოკავშირე ქვეყნისთვის…

ამას რასაც ვუყურებ და ვისმენ სახელი არ ჰქვია..

მე მაპატიეთ.

პ.ს.

ჩემი მეგობარი მაღალანაზღაურებადი კერძო სკოლის მასწავლებელი, ორი თვით ჩავიდა და ორი წლის ხელფასი ჩამოიტანა ორ თვეში..

რანაირად?

კარგნაირად..

დღეში 170-დან 200-ს და ერთგან სამას დოლარს უხდიდნენ.. არც ისე ჭირვეული მოხუცის მოვლაში..

აი ასეთი „ღვეზელებია“ მეგობრებო..

გასკდა გული…

ჩემი საწყალი ხალხი. ჩემი საცოდავი ქვეყანა“, – წერს ანა მიქაძე ჩიკვაიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g