“ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკა იცავს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს? ეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის შედეგია”, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა ანა ბუჩუკურმა “ფორტუნას” ეთერში, გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს ქვეყანას რამდენიმე ათეული წლით უკან დააბრუნებს.
“კანდიდატის სტატუსის არ მონიჭება, ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება ფაქტობრივად ჩვენ დაგვაბრუნებს რამდენიმე ათეული წლით უკან. ჩვენ შეიძლება იზოლირებულები აღმოვჩნდეთ.
კიდევ ერთი ტყუილი და პროპაგანდა, რასაც “ქართული ოცნება” კადრულობს არის ის, რომ თითქოს ამერიკასა და ევროპას საქართველოს ომში ჩათრევა უნდა.
ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკა და მისი განცხადებები იცავს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტის. ჩვენი ქვეყნის ძირითადი ფარა არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა. შესაბამისად, აბსოლუტურად მიუღებელი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა – თავდასხმა ჩვენი მეგობრების წინააღმდეგ, არის ის, რამაც შესაძლოა ჩვენი ქვეყანა დატოვოს იზოლირებულად, დაგვტოვოს მარტო ჩვენს მტერთან, ოკუპანტ რუსეთთან”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.