მსახიობი ვინს ვონი ფილმის „ყველა მტრის წინააღმდეგ“ მონაწილე მსახიობთა შემადგენლობას შეუერთდა.
პროექტი 60-იანი წლების ცნობილი მსახიობის, ჯინ სიბერგის ცხოვრებას შეეხება და მთავარ როლს მასში კრისტენ სტიუარტი შეასრულებს. რაც შეეხება ვონს, ის აგენტ კარლ კოვალსკის განასახიერებს. იგი სიბერგის მოღვაწეობას ადევნებდა თვალს და მისი მოძრაობის დისკრედიტირებას გეგმავდა, რომელიც ფერადკანინათა უფლებების დასაცავად იბრძოდა.
მსახიობი საკმაოდ აქტიური ცხოვრებისეული პოზიციით გამოირჩეოდა, ის 60-იანი წლებში სამოქალაქო უფლებებისთვის იბრძოდა, სწორედ ამის გამო აშშ-ის მთავრობის ყურადღებაც მიიქცია.
ფილმისთვის სცენარი ჯო შრეპნელმა და ანა უოტეჰაუსმა დაწერეს, რეჟისორის სავარძელს კი ბენედიქ ენდრიუსი დაიკავებს.