ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდა სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში მისია დაასრულა.
ამასთან, კრამონი საკუთარ “ტვიტერის” გვერდზე ხელნაკეთი სამკაულის ფოტოს აქვეყნებს, რაც მას საჩუქრად გადასცეს.
“მისია საქართველოში დასრულდა. მივემგზავრებით შერეული გრძნობებით.
გამორჩეული იყო ეს ხელნაკეთი საჩუქარი ქართველი ქალბატონის თამარა მეარაყიშვილისგან, რომელიც ამჟამად სეპარატისტთა მისჯილ შინაპატიმრობაში იმყოფება. დიდი მადლობა მამაცობისთვის, თამარა.
მე საქართველოს ნათელი მომავლის შენნაირი ადამიანების გამო მჯერა,” – წერს კრამონი.