LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიპოვე ნამდვილი და ჩავაბარე აღსარება…ნიკოლოზს რომ ძალა აქვს პატრიარქს არ აქვს იმდენი ძალა“

1497
BeFunky-collage (2)

მამა გიორგის (ლაშა ჩიქოვანი) ყოფილი მეუღლე, ნინო გორგოშიძე, რომელსაც საზოგადოება უკვე კარგად იცნობს სოციალურ ქსელში წერს, რომ 5 წლის შემდეგ ჩააბარა აღსარება.

“ხელები მქონდა ნაღრძობი, თავში დანა – ჩანგალს მირტყამდა” – რას ყვება ქალი, რომელზეც მღვდელი ქმარი 10 წელი ძალადობდა (ვიდეო)

“აღსარება არ ჩამიბარებია ხუთი წელი! რადგან ნამდვილი ვერ ვიპოვე! ღვთის შეწევნით ვიპოვე ნამდვილი და ჩავაბარე აღსარება..
შ ე ნ დ ო ბ ა ს ვთხოვ ყველა ადამიანს ვისაც შევაგინე და უხამსად ვუპასუხე უხამს კომენტარზე! მიყვარხართ ადამიანებო.
თქვენ ხართ ჩემი ქვეყანა ჩემი საქართველო! მადლობა ყველა შეურაწყოფისათვის და ცილისწამებისათვის ამით უფალმა გაწმინდა ჩემი სული! მჯერა თქვენც იპოვით ნამდვილს და სინანულით მიხვალთ უფალთან! უფალი ყველას ჩაგიკრავთ გულში და შენდობით მოხედავს თქვენს სინანულს.. უფალი ყველას მიგიღებთ რადგან დიდია მისი სასუფე-ველი… თქვენ..მკვლელებო ქურდებო მრუშებო სოდომური ცოდვების შვილებო,მატყუარებო ცილისმწამებლებო,ფარისევლებო ,ავაზაკებო,ბოროტებო,სასოწარკვეთილებო,უღმერთოებო.. თქვენ თუ მოძებნით ნახავთ ნამდვილს! ნამდვილს იმიტომ რომ ნამდვილმა შეგახვედროთ ჭეშმარიტება ნამდვილი გელოდებათ რომ აღსარებით განიწმინდოთ თქვენი სული ხორცი და სამშვინ-ველი… რადგან თქვენ დაიმკვიდროთ სასუფე-ველი…”

ძალადობაში ბრალდებულ სასულიერო პირს სინანულისთვის მონასტერში გაგზავნიან

ნინო ჩიქოვანმა (გორგოშიძემ) 5 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის თავის ყოფილ მეუღლეს, სასულიერო პირს ძალადობაში ადანაშაულებს.

როგორც გორგოშიძის პოსტის კომენტარებიდან ირკვევა, მან აღსარება ჩააბარა ბერ ნიკოლოზ მაქარაშვილს, რომელსაც 20 წელზე მეტია, საპატრიარქომ მღვდელმსახურება შეუჩერა. ფაქტმა ზოგიერთის გაოცება გამოიწვია.
„როდესაც სასულიერო პირს ჩამორთმეყლი აქვს აკრძალული მღვდელმოქმედება აღსარება როგორ ჩააბარეთ მიკვირს“…რაზეც ნინო გორგოშიძე ასე პასუხობს:

„ნიკოლოზს რომ ძალა აქვს პატრიარქს არ აქვს იმდენი ძალა და მთლიანად ერთად აღებულ საპატრიარქო სინოდს.ნუ იქნები ბრბო ერთხელ მიდი და მიხვდები რა ძალა აქვს მდუმარე მართალ კაცს!!!ისრაელში სინოდმა ქრისტეს რა უქნა?“

ელექტროშოკი, ბასრი და ცეცხლსასროლი იარაღი… ყველფრისთვის მზად უნდა ვიყო – რას წერს ძალადობაში ბრალდებული მამაოს ყოფილი მეუღლე

 

magti 5g