LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიპოვეთ! ძალიან დაღლილი და დაბნეულია, მაგრამ ცოცხალია“ – ოჯახმა თბილისში დაკარგული ხანდაზმული მამაკაცი იპოვა

151
ნათია გორგაძე

„მეგობრებო, ვიპოვეთ! დიდი დიღმისკენ ტაქსისტისთვის უთქვამს, ესა და ეს ვარ, და დავიკარგეო. ახლა მოიყვანეს სახლში“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნათია გორგაძე წერს და საზოგადოებას მადლობას უხდის.

ინფორმაცია, რომ მისი მამა სახლიდან გავიდა და ეძებდნენ თავად ნათია გორგაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

გორგაძის თქმით, მის მამას მთელი ღამე, უწყვეტად, ეძებდა პოლიცია:

„მეგობრებო, ვიპოვეთ!     
დიდი დიღმისკენ ტაქსისტისთვის უთქვამს, ესა და ეს ვარ, და დავიკარგეო. ახლა მოიყვანეს სახლში.

ძალიან დაღლილი და დაბნეულია, მაგრამ ცოცხალია  
დამირეკა ძალიან ბევრმა უცნობმა ადამიანმა და მეუბნებდნენ, სად, და როდის ნახეს  
მთელი ღამე, უწყვეტად, ეძებდა პოლიცია ქალაქის ყველა კუთხე-კუნჭულში.


არ ვიცი, ამდენი ყურადღების და დახმარებისთვის როგორ გადაგიხადოთ მადლობას ყველას, ვინც შეწუხდა, ვინც გვამხნევებდა და გვერდში გვედგა!

 
ყველა გამოწვევა და გაჭირვება კეთილად დაგსრულებოდეთ!   
წინა პოსტს წავშლი, რომ კიდევ არ გავრცელდეს“ – წერს ნათია გორგაძე.

❗️❗️❗️ მეგობრებო, ვიპოვეთ! ❤️ ❤️❤️ დიდი დიღმისკენ ტაქსისტისთვის უთქვამს, ესა და ეს ვარ, და დავიკარგეო. 🥹 ახლა მოიყვანეს …

Posted by Natia Gorgadze on შაბათი, 05 ოქტომბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები