LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიპოვეთ, ჯანმრთელად არიან“ – ვარკეთილში დაკარგული 5 წლის ბიჭის დედა

1243
ვარკეთილში დაკარგული ბიჭი

5 წლის ბიჭი, რომელიც ვარკეთილში ბებიასთან ერთად დაიკარგა, იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ ბავშვის დედამ, ნუცა ლაბაძემ დაუდასტურა.

მისი თქმით, ორივე თავს კარგად გრძნობს.

„რამდენიმე წუთია რაც ვიპოვეთ, ჯანმრთელად არიან, ყველას დიდი მადლობა“, – აღნიშნა ნუცა ლაბაძემ „ფორტუნასთან“.

ცნობისთვის, ოჯახმა სოციალურ ქსელში გუშინ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ 5 წლის ბიჭი ბებიასთან ერთად დაიკარგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები