“ბაღში ვიპოვნე საფულე 172 ლარით, მგონია, რომ ხანდაზმულ ქალბატონს დაუვარდა… ძალიან მინდა დავუბრუნო, ” – ამის შესახებ განცხადებას ზურა შევარდნაძე Facebook-ზე აქვეყნებს.
როგორც შევარდნაძე წერს, სავარაუდოდ საფულე ხანდაზმულ ქალბატონს დაუვარდა, რომლეიც “გარდენიაში” ჩითილის ან ნერგების საყიდლად იყო მისული.
“დღეს დილით ბაღში ვიპოვნე საფულე 172 ლარით. რატომღაც ასე მგონია, რომ ჩითილის ან ნერგების საყიდლად მოსულ ხანდაზმულ ქალბატონს დაუვარდა. ძალიან მინდა დავუბრუნო და ვერ ვხვდები როგორ, კამერებშიც არაფერი ჩანს საიმედო. დღეს დაკარგულს არ ჰგავს, ქაღალდის კუპიურები სველია და დღეს არ უწვიმია. კიდევ ორი ვალიდოლის აბი დევს ქაღალდში გახვეული. ეგებ გამოჩნდეს ვინმე ვინც იცნობს ამ “პორტფელს”, – წერს ზურა შევარდნაძე.