LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქნები თუ არა მომავალ მთავრობაში, ეს პრემიერის პრეროგატივაა – მიხეილ გიორგაძე

76

“როგორც იცით, ზოგადად სამინისტროების ოპტიმიზაციის კუთხით კონსულტაციები მიმდინარეობს. წინასწარ რამის თქმა არასწორი იქნება,”  – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება ამ საკითხზე ინფორმირებული კონსულტაციების დასრულების შემდეგ იქნება.

“წინასწარ ამ საკითხზე ვერ ვისაუბრებ, არასწორი იქნება. კონსულტაციები მიმდინარეობს და რა ფორმით და რა სტრუქტურით ჩამოყალიბდება, ვნახავთ. ვიქნები თუ არა მომავალი მთავრობის შემადგენლობაში ეს პრემიერმინისტრის პრეროგატივაა. მისი გადასაწყვეტია განახლებულ მთავრობაში ვინ იქნება,” – განაცხადა გიროგაძემ და დასძინა, რომ მის პროგრამაში პრიორიტეტრბი არ იცვლება.

magti 5g