LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორ ჯაფარიძე: „თქვენ წარმოიდგინეთ, აეროპორტში პოლიციის თანამშრომლები ვიქტორ ჯაფარიძის „მიწვევის“ გარეშეც ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას“

340
ვიქტორ ჯაფარიძე

„მსურს გამოვეხმაურო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რომლის შემდეგაც ჩემს წინააღმდეგ რადიკალურმა ოპოზიციამ, საკუთარი მედიასაშუალებების გამოყენებით, ცილისმწამებლური, ბინძური, სამარცხვინო კამპანია წამოიწყო“, – ამის შესახებ აღნიშნულია „ხალხის ძალის“ რეგიონული მდივნის, ვიქტორ ჯაფარიძის განცხადებაში, რომლითაც ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ფაქტს ეხმიანება.

ვიქტორ ჯაფარიძის განცხადებით, მას მოქალაქემ „გამჭვირვალობის კანონის” მხარდაჭერის გამო, შეურაცხყოფა მიაყენა“.

„რეალურად, საქმე მარტივადაა: ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, როგორც ამ ხალხს სჩვევია, აეროპორტში სკანდალის მოწყობა სცადა და „გამჭვირვალობის კანონის” მხარდაჭერის გამო, შეურაცხყოფა მომაყენა.

რა თქმა უნდა, ამგვარ გამოხტომებს, მითუმეტეს რადიკალებისგან, სერიოზულად აღარ აღვიქვამ, ამიტომაც, ემოციური ფონის მიუხედავად, მალევე გავშორდი ამ სამარცხვინო სიტუაციას.

რაც შეეხება ინფორმაციებს – „ვიქტორ ჯაფარიძემ პოლიციაში დარეკა”, “ვიქტორ ჯაფარიძემ ახალგაზრდა გოგო დააჭერინა” – ვინც ამას ამტკიცებთ, სამარცხვინოები ხართ!

თქვენ წარმოიდგინეთ, აეროპორტში პოლიციის თანამშრომლები ვიქტორ ჯაფარიძის „მიწვევის“ გარეშეც ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას!

ჩემი თუ არ გჯერათ, ამას თავად ინციდენტში მონაწილე გოგონა დაადასტურებს, პოლიციელს „კანვასის“ ტრენინგებზე დასწავლილი მეთოდებით რომ ესაუბრებოდა და სპეკულაციურად მადლობას უხდიდა, აქაოდა, ვიქტორ ჯაფარიძისგან „მიცავო“, – აღნიშნულია ვიქტორ ჯაფარიძის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g