LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორ ორბანი: ხელი მოეწერა დიდ შეთანხმებას მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ, რითაც ხდება უნგრეთის, რუმინეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის დაკავშირება

147
BeFunky-collage (3)

ხელი მოეწერა ძალიან დიდ შეთანხმებას მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ, რითაც ხდება უნგრეთის, რუმინეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის დაკავშირება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

პრემიერმა საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი

„გამიჯვნის საპირისპიროდ, დაკავშირებადობა ენერგოკრიზისიდან გამოსავალია. დღეს ხელი მოეწერა ძალიან დიდ შეთანხმებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენთან მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ, რითაც ხდება უნგრეთის, რუმინეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის დაკავშირება“,- წერს ვიქტორ ორბანი.

ამავე თემაზე:

პრეზიდენტი: მივესალმები მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერას, ეს ისტორიული ნაბიჯია, შავი ზღვა ევროპული ზღვა ხდება

შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელი იქნება ახალი შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს: ურსულა ფონ დერ ლაიენი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g