LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორ ორბანი: „შვედეთის პრემიერი საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმოდგენაში მადანაშაულებს – ცხადია, ამის გაკეთება ვაშინგტონმა დაავალა… რა სამწუხაროა“

131
ულფ კრისტერსონი, ვიქტორ ორბანი, ირაკლი კობახიძე,

„შვედეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმოდგენაში მადანაშაულებს. ცხადია, ამის გაკეთება ვაშინგტონმა დაავალა“ – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ორბანი შვედეთის პრემიერის, ულფ კრისტერსონის მიერ მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა:

„შვედეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმოდგენაში მადანაშაულებს. ცხადია, ამის გაკეთება ვაშინგტონმა დაავალა. რა სამწუხაროა“, – წერს ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა ვიქტორ ორბანის კომენტართან დაკავშირებით, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები „თავისუფალი და დემოკრატიული“ იყო, განაცხადა, რომ ორბანი არ საუბრობს ევროპის ქვეყნების ან შვედეთის სახელით.

„შესაძლოა, ის საუბრობს რუსეთის სახელით, მაგრამ არა ყველა ჩვენგანის სახელით“, – აღნიშნა შვედეთის პრემიერმა.

აღნიშნული განცხადების გამო, უნგრეთში შვედეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g