ვიქტორია ბექჰემს, მიუხედავად ღრმა ტკივილისა, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ შობის დღეები ოჯახური დაძაბულობით არ გააფუჭოს. 51 წლის დიზაინერი ცდილობს სიმტკიცე შეინარჩუნოს ქმრისთვის, სერ დევიდ ბექჰემისთვის და მათი 14 წლის ქალიშვილისთვის, ჰარპერისთვის, მაშინ როცა ოჯახში უკვე ერთი წელია სერიოზული განხეთქილებაა. ბექჰემების ოჯახი დაპირისპირებაშია უფროს შვილთან, 26 წლის ბრუკლინ ბექჰემთან და მის მეუღლესთან, ნიკოლა პელცთან. ამ კონფლიქტის გამო ბრუკლინი მთელი წლის განმავლობაში არ დასწრებია ოჯახის არცერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, მათ შორის დევიდ ბექჰემის 50 წლის იუბილესა და მისი რაინდად კურთხევის ოფიციალურ ცერემონიას.
კრუზ ბექჰემმა ძმასთან შესარიგებლად ემოციური ნაბიჯი გადადგა – რა ხდება ბექჰემების ოჯახში
სანდო წყაროების ინფორმაციით, ბრუკლინი შობას ნიკოლას მილიარდერი ოჯახთან ერთად მაიამიში გაატარებს, ხოლო ბექჰემები დღესასწაულს გაერთიანებულად, დიდ ბრიტანეთში აღნიშნავენ. მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორია შინაგანად ძალიან განიცდის შექმნილ ვითარებას, ახლობლების თქმით, ის ყველანაირად ცდილობს თავი ხელში აიყვანოს.
„უკვე ერთი წელია, რაც ოჯახი სრული შემადგენლობით ერთად არ შეკრებილა და ეს ტკივილი მისთვის არასოდეს გაქრება“ – ამბობს ოჯახის მეგობარი. „მაგრამ შობის პერიოდში ის არ აძლევს თავს უფლებას გატყდეს, რადგან ძლიერი უნდა იყოს ჰარპერისთვის, საკუთარი მშობლებისთვის და დევიდის მშობლებისთვის.“
განსაკუთრებით მძიმედ აღიქვამენ სიტუაციას ბექჰემების უფროსი თაობის წარმომადგენლები. ვიქტორიას დედა, ჯეკი, და დევიდის დედა, სანდრა, ძალიან განიცდიან იმას, რომ შვილიშვილ ბრუკლინს ვეღარ ხედავენ, მით უმეტეს, რომ წარსულში მათ შორის განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა იყო. ამ ფონზე, ბექჰემების უმცროსმა ვაჟმა, კრუზმა, კიდევ ერთხელ სცადა შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა, მან სოციალურ ქსელში ბავშვობის დროინდელი ვიდეო გააზიარა, სადაც თავად და ბრუკლინი ერთად არიან. ეს უკვე მეორე მსგავსი ჟესტია ბოლო კვირებში. ფანებიც აქტიურად მოუწოდებენ ბრუკლინს, დაუკავშირდეს ოჯახს და კონფლიქტი დროულად მოაგვაროს.


