LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორია ბექჰემი, კეიტ უინსლეტი და სხვა სტუმრები Harper’s Bazaar-ის დაჯილდოვებაზე

85

2018 წლამდე ორი თვე დარჩა, ეს კი საუკეთესო დროა შედეგების შესაჯამებლად. ერთ-ერთი პირველები, ვინც ამ ჩამოყალიბებულ ტრადიციას მიჰყვა, ბრიტანული Harper’s Bazaar აღმოჩნდა. ნოემბრის პირველ რიცხვებში ლონდონში პრემია Women of the Year-ის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა, სტუმრებს შორის კი კინოს, შოუბიზნესისა და მოდის ინდუსტრიის ვარსკვლვავები იყვნენ. საღამოს ტრუმფატორები ვიქტორია ბექჰემი, ეშლი გრემი, კეიტ უინსლეტი, რუტ ნეგა და სხვები გახდნენ.

მაშ ასე, შედეგები ასეთია:

წლის დიზაინერი – მარია გრაცია კიური

წლის ბრენდი – ვიქტორია ბექჰემი

„მადლობა Harper’s Bazaar ამ ჯილდოსთვის, ამაყი ვარ: – დაწერა ვიქტორია ბექჰემმა Instagram-ზე.

წლის მსახიობი – კეიტ უინსლეტი

„ვერაფრით ვხვდები, როგორ გავხდი მსახიობი ჩემი იმდროინდელი გარეგნობით, ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში მსუქანს მეძახდნენ, ჩემი დები კი ყოველთვის გამხდრები იყვნენ. მე სრული და უბედური ვიყავი და ეს გრძნობა მთელი ცხოვრება გამომყვა“ – განაცხადა კეიტმა გამოცემასთან ინტერვიუში, რომლის ეპიზოდებიც რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა.

წლის მოდელი – ეშლი გრემი

წლის ფილანთროპი– კერი მალიგანი

წლის ქალი – რუტ ნეგა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები