ვიქტორია ბექჰემმა ქსელში გააზიარა ვიდეო, სადაც მისი უმცროსი ვაჟიშვილი, კრუზი მღერის. უცნობია, რა სიმღერას ასრულებს ის, თუმცა მისი ავტორი როდნი ჯერკინსია, რომელიც თავის დროზე მაიკლ ჯექსონისთვის, უიტნი ჰიუსტონისთვის და Spice Girls-სთვის წერდა სიმღერებს.
თაყვანიმცემლებმა მალევე აღმოაჩინეს მსგავსება კრუზსა და ჯასტინ ბიბერს შორის, რომელმაც მუსიკალური კარიერა მის ასაკში – 13 წლისამ დაიწყო.
🎼🎼🎼🎼 kisses @cruzbeckham 👏🏼👏🏼👏🏼👏🏼 @rodneyjerkins
A post shared by Victoria Beckham (@victoriabeckham) on