თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე კვირის ყველაზე ხმაურიანი ამბავი დევიდ ბექჰემის 50 წლის იუბილე იყო. ოჯახმა ზეიმი ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე დაიწყო, დამაგვირგვინებელი წვეულება კი ლონდონში გაიმართა. საინტერესოა, რომ აღნიშნულ დღესასწაულს არ დასწრებია დევიდისა და ვიქტორიას უფროსი ვაჟი, ბრუკლინი და მისი მეუღლე, ნიკოლა პელტცი.
ამის მიზეზად არაერთხელ დაიწერა, რომ ახალგაზრდა წყვილი Met Gala-ზე წასვლას გეგმავდა და მამის იუბილეზე დასწრებას ვერ მოასწრებდა, თუმცა წყვილი ღონისძიებაზე არ გამოჩენილა. ყოველივე ეს იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ბექჰემების დიდ ოჯახში კვლავ განხეთქილებაა.
ცოტა ხნის წინ დევიდმა და ვიქტორიამ დაბადების დღიდან მორიგი კადრები გაავრცელეს. ვიქტორია, რომელიც უფროს ვაჟს და რძალს თითქმის ყოველ პოსტებში ნიშნავდა, ამჯერად ეს არ გააკეთა. აღსანიშნავია, რომ მანამდე კრუზმა გააზიარა ფოტოები, ის დევიდთან და ძმასთან ერთად სათევზაოდ იმყოფება. შეკრებამ კვლავ ბრუკლინის გარეშე ჩაიარა.
„ვიქტორიას ღამის კოშმარი ახდა, რისიც მას ყველაზე მეტად ეშინოდა, ზუსტად ის მოხდა. მისმა ერთ-ერთმა ვაჟმა ქალის გამო ოჯახი მიატოვა. ისინი უნდა შერიგდნენ. მთელი ოჯახი დაზაფრულია მომხდარის გამო“, – აცხადებს ინსაიდერი.









