LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვირჩევთ წლის საუკეთესო მასწავლებელს – საქართველოს ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდამჭერია

500
საქართველოს ბანკი

გამორჩეული მასწავლებლების გამოსავლენი კონკურსისთვის განაცხადების მიღება დასრულდა – წელს ჯილდოზე განაცხადი 142-მა მასწავლებელმა შეავსო, ხოლო ნომინირება 2455 მასწავლებელს გაუწიეს.

საქართველოს ბანკი, გამორჩეულ მასწავლებლებთან დაკავშირებული მოგონებების გასაცოცხლებლად და გასახსენებლად, კამპანიას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ისტორია ვებგვერდზე გააზიაროს.

პლატფორმაზე უკვე 1000-მდე ისტორია შემოვიდა:

„ჩემი საყვარელი მასწავლებელი თამარი ქართულს გვასწავლის. იგი არ არის მხოლოდ მასწავლებელი. იგი ჩვენი მეგზურია სიტყვებისა და ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროში. როდესაც კლასში შემოდის, მთელი ოთახი თითქოს ნათდება. მისი ხმა მშვიდია და თბილი. თამარ მასწავლებელი ძალიან კეთილია. არასდროს გაგვიბრაზდება უსამართლოდ და ყოველთვის ცდილობს, გაგვიგოს. როცა ვინმეს რამე გაუჭირდება, გვერდით დაუდგება და ისე აუხსნის, რომ ყველაზე რთული საკითხიც მარტივი ხდება. იგი გვასწავლის, რომ სიტყვებს ძალა აქვს, რომ უნდა ვთქვათ სიმართლე, ვიყოთ თავაზიანები და დავაფასოთ ერთმანეთი“.

„დათიამ ქალაქი მიატოვა, სოფელში დაბრუნდა და მწყემსობა დაიწყო. როცა დანგრეული ბიბლიოთეკა იპოვა, ღამ-ღამობით ჩუმად ძვრებოდა ღობეზე, ტომრებით გამოჰქონდა წიგნები და განადგურებისგან იცავდა, მერე ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სოფელს ახალი ბიბლიოთეკა ჰქონოდა. ბავშვები წიგნთან მიიყვანა, ბიბლიოთეკა აქცია სიცოცხლის და სიყვარულის სივრცედ. მერე დაიწყო მასწავლებლობა, სიყვარული, სითბო და სწორი ღირებულებები სასკოლო ოთახშიც შეიტანა და ბავშვების უსაყვარლეს მასწავლებლად იქცა. დათია მწერალია, მისი მოთხრობები ზუსტად ისეთი გამჭვირვალე, ადამიანური და გულწრფელია, როგორიც თვითონ“.

თქვენც მოგვიყევით თქვენი მასწავლებლის შესახებ, რომელმაც თქვენს ცხოვრებაში გარდამტეხი როლი შეასრულა და წარუშლელი მოგონებები დაგიტოვათ.

ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის „The Global Teacher Prize“-ის ნაწილია, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, მთავარი მხარდამჭერი – საქართველოს ბანკი.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g