ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ჩრდილოეთ კორეა ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი და შეუღწევადი ტერიტორიაა. ამიერიდან, ფხენიანში მოგზაურობა ვირტუალურად არის შესაძლებელი. შვედურმა სტარტაპმა SceneThere ვირტუალური ტური სწორედ ჩრდილოეთ კორეას დედაქალაქში შექმნა.
„მოგზაურებს“ შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ ღირსშესანიშნაობები, რომლებიც სპეციალური ნიშნებით არის აღნიშნული, „იხეტიალონ“ დედაქალაქის ქუჩებში და ნახონ, რას საქმიანობენ ადგილობრივები.
მანამდე კი გავრცელდა ტურის ოპერატორის კომენტარი, რომლის თქმითაც მან უპრობლემოდ შეძლო ქალაქის ცხოვრების გადაღება, რადგან ხალხი საკმაოდ მეგობრული და ღიაა. ვიდეო ჩრდილოეთ კორეაში გამართული კონფერენციის მსვლელობის დროს არის გადაღებული.