ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის “ბუსტერ” დოზის დროული მიღებისკენ მოუწოდებს, რათა მოსალოდნელი მძიმე შედეგები თავიდან აირიდონ.
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ “ომიკრონ” ვარიანტი შტატებში ძალიან სწრაფად ვრცელდება და ეს მძიმე შედეგებს მოიტანს აუცრელი მოქალაქეებისთვის.
“ჩვენ გველოდება მძიმე დაავადების და სიკვდილიანობის ზრდა ზამთარში. ვირუსი აქ არის, ის ვრცელდება და იზრდება. თუ აცრილი ხართ და დამატებითი დოზა გაიკეთეთ, მაშინ მძიმე დაავადებისგან და სიკვდილისგან დაცული იქნებით”, – განაცხადა მან.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის შემთხვევები აშშ-ის 36 შტატში დაფიქსირდა.