საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
”სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ. ამ ვირუსმა საზღვრები და სტატუსი არ იცის, მაგრამ გლობალური სოლიდარობით ჩვენ მას დავამარცხებთ და აქედან უფრო ძლიერები გამოვალთ”- წერს ზურაბიშვილი ტვიტერზე.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს ”კოვიდ-19” დაუდასტურდა.