ჰოლანდიის ჩემპიონატის მორიგ ტურში არნემის “ვიტესმა” ვაკო ყაზაიშვილის მშვენიერი გოლით მოუგო “ნაიმეგენს” – 1:0.
ქართველმა გადამწყვეტი ბურთი მატჩის 49-ე წუთზე შეაგდო.
ვაკომ გოლი რამდენიმე დღის წინ შეძენილ შვილს მიუძღვნა და ისე აღნიშნა.
“ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია განაცხადში არ ყოფილა.
14 ტურის შემდეგ არნემელები სატურნირო ცხრილში 24 ქულით მე-5 ადგილზე არიან.