LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის მიუძღვნეს გულის ფორმის კუნძული და როგორია სადღესასწაულო სივრცის „შუაგულის“ კონცეფცია

1529
შუაგული

ალბათ, გსმენიათ ზღაპრული აღნიშვნის ადგილზე, სახელწოდებით „შუაგული“, თუმცა ბევრს არ გეცოდინებათ, ვის ეძღვნება გულის ფორმის კუნძული და ტბა, რომელიც არაერთი წყვილისთვის ბედნიერების საწყისად იქცა. მარადიული სიყვარულის ნიშნად შექმნილი სივრცის შესახებ მისი დამფუძნებლები, გვანცა მიქუჭაძე და ვალერი ცერცვაძე გვესაუბრებიან.

გვანცა მიქუჭაძე:

– შპს „VNG“ ჯგუფი, 2009 წელს, ოჯახთან ერთად დავაფუძნეთ. მაშინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ წლების შემდეგ გვექნებოდა ჰოლდინგი, რომელშიც გაერთიანებული იქნებოდა სამი წარმატებული კომპანია – „შუაგული“, „აიტექნიკსი“ და „მისთორი“, თუმცა დაუღალავი შრომით, დიდი ძალისხმევით ჩვენ ეს შევძელით.

რაც შეეხება „შუაგულის“ ისტორიას, ის 2016 წელს იწყება, როდესაც გავაშენეთ დეკორატიული მცენარეების სანერგე და ულამაზესი ბაღი. სწორედ ეს სილამაზე გახდა ინსპირაცია, მოგვეწყო სადღესასწაულო სივრცე და გვემასპინძლა სტუმრებისთვის.

„შუაგული” თქვენი სიყვარულის ადგილად შეიძლება ჩაითვალოს, მოგვიყევით მისი შექმნის ისტორია.

ვალერი ცერცვაძე:

– „შუაგული“ მართლაც რომ სიყვარულის ადგილია. გულის ფორმის კუნძული შემთხვევითობა არ გახლავთ. მისი შექმნის ინსპირაცია, ცხადია, ჩემი ულამაზესი მეუღლე გვანცა და ჩვენი დიდი სიყვარული გახლავთ. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ კუნძული თავიდანვე იქცა წყვილების საყვარელ ადგილად და დღემდე „შუაგულის” სავიზიტო ბარათია.

ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ „შუაგულში” ყველა დეტალი ჩვენი ხელით, ძალისხმევით და გემოვნებით არის შექმნილი. სწორედ ეს ხდის „შუაგულს” უნიკალურს და ხაზს უსვამს მის ინდივიდუალიზმს.

გვანცა მიქუჭაძე:

– თავდაპირველად აქ უკაცრიელი ადგილი იყო, ტრიალი მინდორი, ერთი ხეც არ იდგა გარშემო. არ არსებობდა არანაირი კომუნიკაცია. დღეს უკვე 1000-მდე ჯიშის უნიკალური მცენარე ხარობს, რომლებიც ჩვენი ხელითაა დარგული. რაც შეეხება სარესტორნო სივრცეს, არჩევანი მრავალფეროვანია, თქვენთვის მნიშვნელოვანი თარიღი შეგიძლიათ აღნიშნოთ 7 განსხვავებული თემატიკის მქონე სივრცეში, როგორც დახურულ გარემოში, ასევე ღია ცის ქვეშ.

განვითარების პროცესი დღემდე არ ჩერდება. ახლაც ვეძებთ განსხვავებულ, დახვეწილ დეკორაციებს, რათა „შუაგულში” მრავალფეროვნება მუდამ იგრძნობოდეს. ეს ადგილი ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ყველაზე დიდი რესურსი რაც აქ არის ჩადებული, ჩემი პირადი ემოცია და განცდებია, რაც ყველანაირ მატერიალურ ფასეულობას აღემატება.

ვალერი ცერცვაძე:

– როცა ამ ყველაფერს ვიწყებდით, ბევრი ეჭვის თვალით გვიყურებდა, თუმცა მხოლოდ დიდი სიყვარულით, ერთმანეთის თანადგომით, მხარდაჭერით ყველაფერი შევძელით. მუდმივად ვვითარდებით, ვაფართოებთ და ვამშვენებთ ამ ულამაზეს სივრცეს. ბედნიერებას გვანიჭებს ის ფაქტი, რომ „შუაგული“ ბევრი ადამიანისთვის ძვირფასი მოგონებების ადგილად იქცა.

– რა იყო თქვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა?

გვანცა მიქუჭაძე:

– ყველაზე დიდი გამოწვევა იყო გზა, რომელიც არ იყო მოპირკეთებული. ეს პრობლემა ჩვენთან დასაქმებულ ადამიანებსაც უქმნიდა დისკომფორტს და სტუმრებსაც. საბედნიეროდ, გასულ წელს, მთავრობის დახმარებით გზის საკითხი მოვაგვარეთ. დღეს უკვე ასფალტირებული გზით შეგიძლიათ ჩვენთან სტუმრობა. მადლობლები ვართ მთავრობის, რომ გაითვალისწინა ჩვენი დიდი ძალისხმევა და მოაგვარა ეს პრობლემა. ახლა უკვე თბილისიდან, სულ რაღაც 15 წუთის სავალ გზაზე, ნამდვილ ზღაპარში აღმოჩნდებით. ეს არის უნიკალური გარემო, რომლის ანალოგს საქართველოში ვერ ნახავთ.

შუაგულის კიდევ ერთი უპირატესობა პარკინგია, სადაც, დაახლოებით, 300 მანქანის განთავსებაა შესაძლებელი, რაც სტუმრებისთვის დამატებითი კომფორტია.

როგორია „შუაგულის“ განვითარების გეგმა?

ვალერი ცერცვაძე:

– ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. შუაგულში სულ მალე ახალი საკონცერტო სივრცეები დაგვემატება, სადაც ფართომასშტაბიანი ღონისძიებები გაიმართება. განსაკუთრებული აქცენტი გვინდა გავაკეთოთ ოჯახების მასპინძლობაზე, გვსურს, ოჯახებს დასვენების ყველანაირი პირობა შევუქმნათ.  

ასევე, „შუაგულში” ბავშვებისთვისაც გვაქვს საღონისძიებო სივრცე, ეკოფერმა, სადაც ეკოტურები ტარდება. ტბაში არაერთი სახეობის თევზი ბინადრობს. გვყავს ფრინველები, გვაქვს ასევე ვოლიერები, სადაც სხვადასხვა ჯიშის ცხოველი ბინადრობს. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ მოინახულონ ისინი, განსაკუთრებით პატარებს ახარებთ ეს პროცესი. ეს შემეცნებითი პროექტი სასარგებლოა ბავშვებისთვის, სკოლის ჯგუფებისთვის. მომავალში აქ შესაძლებელი იქნება ბავშვებისთვის დაბადების დღის გადახდაც. გვინდა, რომ „შუაგული“, როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის ერთ-ერთი სასურველი ადგილი გახდეს.

ერთმნიშვნელოვნად გვინდა განვაცხადოთ, რომ „შუაგულს“ ჰყავს მასზე შეყვარებული ადამიანების ძალიან დიდი არმია, რასაც ძალიან  ვაფასებთ. გარდა იმისა, რომ ჩვენ მუდმივად ახლის ძიებაში ვართ და სულ ვვითარდებით, ჩვენი ერთგული სტუმრების წინაშეც დიდი პასუხისმგებლობა გაგვაჩნია. ძალიან გვახარებს, როდესაც ყოველ წელს სიახლეებით ვხვდებით სტუმრებს. წელსაც არაერთ სიურპრიზს გიმზადებთ. შეხვედრამდე „შუაგულში“…

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g