LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვის მორალზე საუბრობთ? უცხო ქვეყნის დაზვერვასთან გაქვთ კავშირები… თქვენმა მეგობარმა შემოაპარა სააკაშვილი, რომ ქვეყანა აერია“ – დაპირისპირება პარლამენტში

208
შალვა პაპუაშვილი (1)

პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და „ევროოპტიმისტების“ დეპუტატ ხატია დეკანოიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება დეკანოიძის განცხადებაზე შალვა პაპუაშვილის პასუხს მოჰყვა, რომელმაც ოპოზიციონერ კოლეგას შეახსენა, რომ უცხო ქვეყნის სამსახურისთვის საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა.

„ვის მკვდარს ტიროდით ირანში, როდესაც გაკოტრებულები, სრულიად ბანკროტები ხართ პოლიტიკურ ასპარეზზე?! დღეს თქვენი განაჩენით საკუთარ თავს დაუწერეთ პოლიტიკური ნეკროლოგი… იცოდეთ, რომ 28 მაისი თქვენი პოლიტიკური დაისი იქნება“ – ეკა ხერხეულიძე „ქართულ ოცნებას“

პასუხად, დეკანოიძემ პაპუაშვილს მიმართა, რომ სასამართლოში უჩივლებს:

„მიჩივლეთ. სირცხვილია, რომ უცხო ქვეყნის სამსახურში შესვლის გამო დატოვეთ თქვენი ქვეყნის მოქალაქეობა და აქ პატრიოტიზმზე და ღალატზე საუბრობთ. არ გრცხვენიათ? უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობთ. მეგობრობთ ხართ ადამიანთან, გია ლორთქიფანიძესთან, რომელმაც შემოაპარა თქვენი პარტიის ლიდერი. უცხო ქვეყნის დაზვერვასთან რომ გაქვთ კავშირები, ამაზე ისაუბრეთ, როდესაც ღალატსა და პატრიოტიზმზე გექნებათ საუბარი – იმ დაზვერვასთან , რომლის დაზვერვის უფროსის მოადგილემ, თქვენმა მეგობარმა შემოაპარა მიხეილ სააკაშვილი, რომ ქვეყანა აერია. თუ სისხლი დაიღვრებოდა, ამისთვის შემოაპარა. ვის მორალზე საუბრობთ ამის შემდეგ?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაატა მანჯგალაძე: „ქართულმა ოცნებამ“ სამჯერ ჩამოიხსნა ნიღაბი და თქვა: „დიახ, მზად ვართ 30 ვერცხლად გავყიდოთ ქვეყანა“ – ახლაც არ ველოდები განსხვავებულ ქცევას“

რაც შეეხება დეკანოიძის განცხადებას, მან „ქართული ოცნების“ ქმედებებს „გამოცხადებული ღალატის ქრონიკა“ უწოდა.

„როგორ არ ვახსენო ქალბატონო ხატია, რომ თქვენ საქართველოს მოქალაქეობა დატოვეთ იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის სამსახურში შესულიყავით. როგორ არ ვახსენო, რომ დღესაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან გაქვთ კავშირები. არ ვახსენო ეს?“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატის ხატია დეკანოიძის საპასუხოდ.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხატია დეკანოიძე პირდაპირი მეგობარია იმ ადამიანის, რომელმაც საქართველოში ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შემოაპარა.  პაპუაშვილმა ამ კონტექსტში გია ლორთქიფანიძე ახსენა:

„ყველაზე მეტად, ვინც უნდა ინერვიულოს მიშა სააკაშვილია, რომელსაც თურმე ამდენი ხანი იმიტომ კი არ იწყალებდით, ქალბატონო სალომე, რატომაც ჩვენ და საზოგადოებას გვეგონა, არამედ უბრალოდ მისი ადგილის დაკავება გსურდათ“ – ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს

„კი ბატონო, აბა მიჩივლეთ, მიჩივლეთ. სირცხვილია უბრალოდ, სირცხვილი. უცხო ქვეყნის სამსახურში შესვლის გამო დატოვეთ თქვენი ქვეყნის მოქალაქეობა და პატრიოტიზმზე და ღალატზე საუბრობთ ამ დარბაზში, არ გრცხვენიათ? და დღესაც თანამშრომლობთ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. პირდაპირ მეგობარი ხართ იმ ადამიანის, რომელმაც შემოაპარა აქ თქვენი პარტიის ლიდერი. ვგულისხმობ გია ლორთქიფანიძეს და მასთან კავშირს. უცხო ქვეყნის დაზვერვასთან რომ გაქვთ კავშირი. ამაზე ისაუბრეთ, როდესაც ღალატზე და პატრიოტიზმზე გექნებათ საუბარი. იმ დაზვერვისა, რომლის დაზვერვის უფროსის მოადგილემ თქვენმა მეგობარმა შემოაპარა აქ მიხეილ სააკაშვილი, რომ ქვეყანა აერია და თუ სისხლი ან რამე დაიღვრებოდა, ზუსტად ამისთვის შემოაპარა აქ. საერთოდ ვის მორალზე საუბრობთ ამის შემდეგ“ – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რიმა ბერაძე: „თუ ქვეყანას სჭირდება ჩემი დასანქცირება, მზად ვარ, დამასანქცირონ“

პოპულარულები