LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის სურს „კულას“ ჩაძირვა – ჰამბურგის ლაბორატორიამ დაადგინა, რომ „კულას“ საწებელი ნატურალურია

790
file-257674

კომპანია ,,კულას” დირექტორი ივანე გოგლიძე უარყოფს ვებგვერდის მომხმარებელი.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, რამდენიმე მწარმოებლის, მათ შორის „კულას“ წარმოებულ ერთერთ პროდუქტში, კერძოდ, წითელი ტყემლის საწებელში, არასაკვები საღებავი აღმოჩნდა.

როგორც „ფორტუნასთან“ საუბარში გოგლიძე აცხადებს, კომპანიამ აღნიშნული წითელი ტყემლის საწებლის ნიმუშები გერმანიაში, ჰამბურგის ცენტრალურ ლაბორატორიაში გადაიგზავნა, საიდანაც მოვიდა პასუხი, რომ პროდუქციაში საღებავები არ აღმოჩნდა და ის სრულიად ნატურალურია.

„ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს შეუძლია მივიდეს ჩვენს მაღაზიებში, აიღოს ნიმუში და გადაგზავნოს მისთვის სასურველ ლაბორატორიაში შესამოწმებლად. მთავარია, ნიმუშები აღებული იყოს სწორი მეთოდოლოგიით. ჩვენ საერთოდ არ ვიყენებთ არანაირ საღებავს მით უმეტეს, საუბარია ისეთ პროდუქციაზე, რომელიც წითელი ფერისაა და არ სჭირდება არანაირი შეფერვა. ან ლაბორატორიის შეცდომა იყო, ან პირდაპირი პროვოკაცია, ანტიპიარი ჩვენს წინააღმდეგ და ეს დაადასტურა გერმანულმა ლაბორატორიამაც თავისი კვლევით“, – ამბობს ივანე გოგლიძე.

მისივე ინფორმაციით, კომპანიას ამჟამად ნიმუშები კიდევ აქვს გადაგზავნილი ჰამბურგის ლაბორატორიაში, სამომავლოდ ნიმუშების გაგზავნა ნიდერლანდებშიც იგეგმება, სადაც ასევე შეამოწმებენ „კულას“ პროდუქციას.

კულა, სუპრემო, მარნეული და სხვა ბრენდები, სადაც არასაკვები საღებავები აღმოჩნდა - კვლევა

მათი სისტემატური მიღება ხელს უწყობს ან სიმსივნის წარმოქმნას ან გენების გადაგვარებას. 

კითხვაზე: ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს „კულას“ ჩაძირვა და რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ეს ანტიპიარი, ქართული კომპანიის დირექტორი განმარტავს, რომ ამაზე მას შემდეგ ისაუბრებს, რაც ყველა ლაბორატორიის შედეგები გახდება ცნობილი.

„ჩვენ ამ პროდუქციას ვგზავნით გერმანიაში, ამერიკაში, ისრაელში. 25 ქვეყანაში ხორციელდება ექსპორტი და ყველგან მოწმდება. დარღვევის შემთხვევაში, ეს ქვეყნები ამ პროდუქტის თავიანთ ბაზრებზე რეზლიზაციის უფლებას არ მოგვცემდნენ,“ – აღნიშნა ივანე გოგლიძემ.

მისივე განმარტებით, გავრცელებულმა დეზონფორმაციამ „კულას“ მიმართ საზოგადოების ნდობა შეარყია და რეალიზაციაზე ნეგატიური გავლენა იქონია.

კულა ტყემალს, რომელშიც საღებავი აღმოაჩინეს, საქართველოში აღარ გაყიდის

,,კულა’’ გაუგებრობას უწოდებს ,,სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის’’ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ  წითელ „კლასიკურ“ ტყემალში აღმოჩენილია არასაკვები საღებავი.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ზაფხულში ვებგვერდზე მომხმარებელი.ge გავრცელდა ინფორმაცია, რომ სურსათის 6 ნიმუშში (მათ შორის „კულას“ საწებელში) არასაკვები დანიშნულების საღებავები აღმოჩნდა. კვლევის ავტორების განცხადებით, რამდენიმე პროდუქტში „სუდან ერთის“ შემცველობა გამოვლინდა. მათივე განმარტებით, „სუდანის“ ჯგუფის საღებავებს სურსათისთვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად იყენებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g