LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

VISA საქართველოში ინვესტირების გააქტიურებას გეგმავს

109

VISA-ს ძალიან ბევრი გეგმა აქვს, თუ როგორ განაგრძოს ინვესტირება საქართველოში, – ამის შესახებ ”ფორტუნას” VISA-ს რეგიონულმა მენეჯერმა დსთ-ს და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მენდი ლემბმა განუცხადა.

მისი თქმით, VISA განაგრძობს საქართველოში ინვესტირებას, მათ შორის ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებითაც.

”ეს ინვესტირება იქნება გადახდების კუთხით მომხმარებლის უფრო ფართო აუდიტორიის მოცვა, პარტნიორობის გაღრმავება ფინანსურ ინსტიტუტებთან, პროდუქტების განვითარება, ინოვაციების დანერგვა, მომხმარებლის გათვიცნობიერება და ცნობიერების ამაღლება. მეორე ეტაპი კი არის ვიზას პირდაპირი ინვესტირება ბაზარზე, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით,” – განუცხადა ”ფორტუნას” მენდი ლემბმა.

VISA გადახდების ინდუსტრიაში ტექნოლოგიური კომპანიაა. კომპანიის წარმომადგენლებმა თბილისში საფინანსო ინსიტუტებისა და სამთავრობო უწყების ხელმძღვანელებთან შეხვედრები გამართეს, სადაც საქართველოში VISAს საქმიანობა და გადახდების სფეროში უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g