„ევროპული საქართველოს“ წევრმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა, რომელიც სიმბოლურად მის პოლიტიკაში წასვლას ასახავს.
ვიდეოში თამარი ქართულ ტრადიციულ ცეკვას ასრულებს, რამაც საზოგადოებაში აზრთასხვადასხვაობაა გამოიწვია – მაყურებლის ნაწილს არ სჯეროდა, რომ კადრებში ნამდვილად ჩერგოლეიშვილი ცეკვავდა.
თამარმა სოციალურ ქსელში გაავრცელა მობილურით გადაღებული კადრები, რომელშიც ასახულია, რომ მოცეკვავე ნამდვილად თვითონაა.
„ვისაც აინტერესებს, მართლა მე ვცეკვავ, თუ – არა, შავი მასალაც ბევრია, ეს ტელეფონის უწყვეტი კადრია დოლისთვის,“ – დაწერა ჩერგოლეიშვილმა.