მიუხედავად იმისა, რომ გუშინ, 18 აპრილს საპროტესტო აქცია დაგეგმილი არ იყო, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის კიდევ ერთხელ გასაპროტესტებლად პარლამენტთან მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ.
აქციის ბირთვს წარმოადგენენ სტუდენტები,რომელთა განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, როგორც თსუ-ს ლექტორმა, სტუდენტების ხმა უნდა გაიგოს.
ახალგაზრდებმა პარლამენტთან მორიგი აქცია 19 აპრილს, 19:00 საათზე დააანონსეს
სტუდენტების ინიციატივით გამოხატულ პროტესტს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი გუშინ გამართული აქციიდან ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელებულ კადრს, გოგონა საქართველოს დროშით აქვეყნებს და წერს, რომ ახალი თაობის თავისუფლება და სილაღე, ოპტიმიზმის საფუძველია.
„ვისაც ბოლო დროს, მავანთა უტიფრობის გამო ნიჰილიზმი მოგეძალათ – მოუსმინეთ თქვენს შვილებს. ვისაც არ გყავთ – ახალ თაობას დააკვირდით. მათი გულწრფელობა, თავისუფლება და სილაღე დაგიბრუნებთ თავდაჯერებას და ოპტიმიზმს. გაიმარჯვე საქართველოვ!“
ვისაც ბოლო დროს, მავანთა უტიფრობის გამო ნიჰილიზმი მოგეძალათ – მოუსმინეთ თქვენს შვილებს. ვისაც არ გყავთ – ახალ თაობას…
Posted by Dachi Grdzelishvili on ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2024