YouTube გადაცემა „ვიკასთან“ ანი ბებიასთან და ილო ბეროშვილთან ინტერვიუს გვთავაზობს.
მსახიობების წყვილმა მრავალ თემაზე ისაუბრა მათ შორის ცხოვრებისეულ პრობლემებზეც, რომელთან გამკლავება მოუხდათ.
ილო ბეროშვილმა ნარკოდამოკიდებულებაზე გაამახვილა ყურადღება და ამ კუთხით საზოგადოებას თავისი გამოცდილება გაუზიარა:
„ვისაც ნარკოტიკებთან და ზოგადად, დამოკიდებულების პრობლემა ჰქონია, მან იცის, რომ ფსკერზე უნდა დაეცე, ბოლომდე უნდა ამოიგანგლო. სასურველი კი არ არის და რეცეპტად კი არ მოჰყვება, ბოლომდე დაეშვიო, მაგრამ როგორც წესი, ასე ხდება. რაღაც კანონზომიერებასავით არის, რომ სადღაც ბოლომდე უნდა დაეცე, რომ მერე მოხდეს შენი ადგომა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ფენიქსივით რომ აღდგები, რემისია ან ჩავარდნა არ გექნება. პირიქით, ეს უნდა იცოდე, რომ ამის საშიშროება არსებობს და რაღაცა ბაბლი არ უნდა შეიქმნა, რომ მორჩა მე ყველაფერს მოვრჩი, ყველაფერი გადავაგდე იდეალურად ვარო…“ – ამბობს ილო ბეროშვილი.
