LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვისაც სამართალდარღვევის ჩადენა უკვე გაუფორმა სასამართლომ, შეიძლება პოლიციამ მხოლოდ იმის გამო დააკავოს მომავალში, რომ შემთხვევით სამართალდარღვევა აღარ ჩაიდინოს“ – ნონა ქურდოვანიძე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ მესამე მოსმენით შეტანილ ცვლილებებზე

147
ნონა ქურდოვანიძე

„ახლა უკვე იმის გამოც შეუძლიათ დააკავონ პირი, რომ: 1. სასამართლოში დროულად მიიყვანონ – მიუხედავად იმისა, თავისი ნებით უარს ამბობს თუ არა სასამართლოში მისვლაზე“ – ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, 13 დეკემბერს, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ მესამე მოსმენით შეტანილი ცვლილებებით ადმინისტრაციული წესით დაკავების საფუძვლები გაფართოვდა.

ქურდოვანიძის განცხადებით, ასევე, გამკაცრდა სანქცია ბევრ ისეთ მუხლზე, რომელიც შეკრების უფლების შესაზღუდად გამოიყენება ხოლმე.

„ახლა უკვე იმის გამოც შეუძლიათ დააკავონ პირი, რომ: 1. სასამართლოში დროულად მიიყვანონ – მიუხედავად იმისა, თავისი ნებით უარს ამბობს თუ არა სასამართლოში მისვლაზე; 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენციის მიზნით – ანუ ვისაც სამართალდარღვევის ჩადენა უკვე გაუფორმა სასამართლომ, შეიძლება პოლიციამ მხოლოდ იმის გამო დააკავოს მომავალში, რომ შემთხვევით სამართალდარღვევა აღარ ჩაიდინოს. ამავე საფუძვლებით ნებადართული გახდა პირადი გასინჯვა, მისი ნივთების გასინჯვა და მისთვის ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა. ასევე, გამკაცრდა სანქცია ბევრ ისეთ მუხლზე, რომელიც შეკრების უფლების შესაზღუდად გამოიყენება ხოლმე“, – წერს ნონა ქურდოვანიძე.

magti 5g