LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვისაც თავისი სამშობლო არ უყვარს, დაივიწყებს საკუთარ ფესვებს, ვერასოდეს დააფასებს სხვის სიკეთეს, უფალმა დაგლოცოს შვილო“ – ინგა ბენდელიანი-თოფურია შვილს მიმართავს

151
ინგა ბენდელიანი თოფურია

ილია თოფურიას პოსტს სოციალურ ქსელში მისი დედა, ინგა ბენდელიანი-თოფურია კომენტარით ეხმაურება და შვილს ემოციური სიტყვებით მიმართავს.

„ვისაც თავისი სამშობლო არ უყვარს, დაივიწყებს საკუთარ ფესვებს, ვერასოდეს დააფასებს სხვის სიკეთეს.

უფალმა დაგლოცოს შვილო. ულევი წარმატება და ბევრი ადამიანის გახარება შეგძლებოდეს დე.

გქონდეს მშვიდობა, ბედნიერება და მადლიერებით სავსე გული,“ – უწერს შვილს ინგა ბენდელიანი-თოფურია.

ცნობისთვის, ილია თოფურია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც ილია წერს, ნამდვილი გამარჯვება სწორედ ისაა, როცა არასოდეს ივიწყებ საიდან მოდიხარ.

„არსებობს მომენტები, როცა სული ორად იყოფა, მაგრამ გული მადლიერებით ივსება, ვამაყობ ჩემი ფესვებით, იმ გზებით, რომლებმაც აქამდე მომიყვანა“ – რას წერს ილია თოფურია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g