საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კათალიკოს პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. როგორც ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს, პატრიარქთან მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა და მისგან სასარგებლო რჩევები მიიღო.
„შეხვედრა მქონდა ჩვენს პატრიარქთან. ვისაუბრეთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ჩვენს ხალხს აწუხებს. მოვისმინე მისი რჩევები და მოსაზრებები, რომელიც ყოველთვის სასარგებლო და გასათვალისწინებელია.
მის უწმინდესობას ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.