ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში ფოტოს გვიზიარებს, რომელიც კახეთის სოფელ ბუშეტში, ფსიქოლოგ შალვა ამონაშვილთან ერთად არის გადაღებული.
გია მურღულია წერს, რომ შეხვედრისას განათლებაზე, ბავშვებზე და მასწავლებლებზე ისაუბრეს.
„კახეთის მშვენიერი სოფელი ბუშეტი – სტუმრად შალვა ამონაშვილთან.
ბევრი ვისაუბრეთ განათლებაზე, აღზრდაზე, ბავშვებზე, მასწავლებლებზე.
აქ შესანიშნავი საგანმანათლებლო ცენტრია მოწყობილი.
ვფიქრობ, ერთობლივ პროექტებსა განვახორციელებთ.
ბატონი შალვა 91 წლის ახალგაზრდა კაცია – ბევრი ახალი იდეითა და საქმის გაკეთების ენთუზიაზმით სავსე.
მშვენიერი დღე იყო. დამაფიქრებელი და სასიამოვნო“, – წერს გია მურღულია.
კახეთის მშვენიერი სოფელი ბუშეტი – სტუმრად შალვა ამონაშვილთან.
ბევრი ვისაუბრეთ განათლებაზე, აღზრდაზე, ბავშვებზე,…
Posted by გია მურღულია on Saturday, 24 December 2022