ჟურნალისტმა ლადო წულუკიძემ საქართველოსა და რუსეთს შორის სარაგბო თამაშის შემდეგ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც რუსი მორაგბეა გადაღებული და ის არცთუ კარგად გამოიყურება. მორაგბე ქართველებთან მატჩის შედეგად დაშავდა. როგორც ლადო წულუკიძე წერს, სწორედ მისი იმედი ჰქონდათ საქართველოს წინააღმდეგ თამაშისას რუსებს.
„რუსებთან მოგება იმდენად მომაბეზრებელი გახდა რაგბიში, რომ ფაბლიქზე აღარ ვაქვეყნებ ხოლმე შთაბეჭდილებებს…
და მაინც:
ბევრი ხმამაღალი განცხადება გააკეთეს რუსებმა წელს (მათ შორის მათმა ოფიციოზმა და განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა – მოროზოვმა) და + სხვებთან ერთად, ოსტრიკოვის ეიმედებოდათ ძალიან. მაგარი გვყავსო…
ჰოდა, ეს არის ის ოსტრიკოვი (მატჩის შემდეგ)“