„ვისოლ ჯგუფმა “ თბილისში, მრგვალ ბაღთან, „დანკინ დონატსის“ ახალი რესტორანი გახსნა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ახალგახსნილ ობიექტზე 20 ადამიანი დასაქმდა.
„ვისოლ ჯგუფისთვის“ პატივია და ამავდროულად საამაყო ის, რომ მხოლოდ ორ წელიწადში შევძელით საქართველოში ლეგენდარული ბრენდის „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნების ყველაზე ფართო ქსელის შექმნა და ძალიან მოკლე დროში მის ყველასათვის საყვარელ თავშეყრის ადგილად ქცევა. ჩვენ, პირველ რიგში, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, რომლებმაც შეიყვარეს “დანკინ დონატსი” და ხშირად სტუმრობენ ჩვენს რესტორნებს”,- განაცხადა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
მისივე ინფორმაციით, მრგვალ ბაღთან ახალგახსნილ „დანკინ დონატსის“ რესტორანში მისულ სტუმრებს ყველა სახეობის ვრეპის მირთმევა სპეციალურ ფასად – 15% ფასდაკლებით შეეძლებათ, ამასთან დააგემოვნებენ „დანკინ დონატსის“ ახალ პროდუქტებს – სალათა ცეზარი, ორაგულის სალათა, ბერძნულ სალათა. სხვადასხვა ხილის SMOOTHIE-ბი, პრემიუმ ხარისხის იტალიური ცხელი თუ ცივი ყავა და უამრავი გამაგრილებელი სასმელი ყველაზე მომთხოვნ სტუმარსაც ვერ დატოვებს გულგრილს.
ცნობისთვის, „ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან “დანკინ დონატსთან” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა და დღესდღეობით უკვე 18 რესტორანია თბილისსა და რეგიონებში ყველასათვის საყვარელი თავშეყრის ადგილი. 2016 წლის ბოლომდე „დანკინ დონატსის“ კიდევ რამდენიმე რესტორანი გაიხსნება.
„დანკინ დონატსი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 65 წელია წარმატების ისტორიას ქმნის მთელს მსოფლიოში. ის ამ დოისთვის 40 ქვეყანაშია წარმოდგენილი.