LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვისოლის“ მხარდაჭერით გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა

479
ვისოლი

18 სექტემბერს, 11 საათზე, გიორგი გახელაძის რეკორდის აღსანიშნავად, სასტუმროში „პულმანი“, პრესკონფერენცია გაიმართება, რომელზეც მსოფლიო რეკორდსმენი შესაძლებლობებითა და წინააღმდეგობებით სავსე გზას შეაფასებს და ახალ გეგმებს გააცნობს აუდიტორიას.

გიორგი გახელაძე, 2017 წლიდან დღემდე, საქართველოს ენდურო ჩემპიონატების დაუმარცხებელი ჩემპიონია, „ვისოლი“ კი გიორგი გახელაძის ექსტრემალური თავგადასავლების ტრადიციული მხარდამჭერი.

23 წლის გიორგი გახელაძე პირველი ქართველი ენდურო მოტომრბოლელია, რომელმაც წყალზე 33 კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. გიორგიმ ენდუროს ტიპის სპეციალურად აღჭურვილი მოტოთი ქობულეთის ახალი ბულვარის მიმდებარე სანაპიროდან ფოთში, მალთაყვას სანაპირომდე 100 კმ/სთ-მდე სიჩქარით 33 კილომეტრი 33 წუთში გაიარა, ავსტრალიელი რაიდერის რობი მედისონის შედეგი გააუმჯობესა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. სიმბოლურია, რომ გიორგი გახელაძე ასპარეზობებში ყოველთვის 33 ნომრით მონაწილეობს.

2023 წლის საუკეთესო მოტოსპორტსმენმა, საქართველოში პირველად, თბილისის ზღვა 80 კმ/სთ სიჩქარით 2023 წლის მაისში გადაკვეთა და მსოფლიოს სამ რაიდერს შორის მოხვდა, რომელთაც წყალზე შორი მანძილი დაფარეს.

შავი ზღვის 35 მეტრ სიღრმემდე წყალზე გიორგიმ პირველივე ცდაზე გაიარა და მიზნად ახალი მწვერვალების დაპყრობა დაისახა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები