LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისთან ახსენებს ქრისტეს? ან რა მართალთა სასუფეველი? ან რა ქალწული? – პაატა მანჯგალაძე ვასაძეს

551
BeFunky-collage (1)

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე პარტია „ერის“ ლიდერის, ლევან ვასაძის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილს ეხმიანება, რომელიც ვასაძემ რუს პროპაგანდისტ და იდეოლოგ ალექსანდ დუგინს მიუძღვნა.

“ვისთან ახსენებს ქრისტეს? ან რა მართალთა სასუფეველი? ან რა ქალწული? ვასაძე სამარცხვინო ფარისეველი! უკრაინელი ბავშვების ხოცვა მადლია? წმინდა საქმე ხომ? პუტინი კი მესიის მახვილი? სად ისწავლეთ ეგეთი ქრისტიანობა, ფულის გამო მოძალადეს აცხადებდე ნეტარად.

დაე, უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს ქალწულ დარიას – ლევან ვასაძის წერილი, რომელიც დარია დუგინას გამოსამშვიდობებელ საღამოზე წაიკითხეს

სინამდვილეში ხომ შენ ძალიან კარგად იცი, რომ ქრისტე ცათა სასუფეველს კი არა სწორედ მაგ მოძლადეებს, მკვლელებს და მკვლელების შენისთანა მეხოტბეებს მოუწყობს ნამდვილ სამსჯავროს იმ უდანაშაულო ქართველი, უკრაინელი, ჩეჩენი და ათასობით წამებული სხვადასხვა ერის შვილების დანთხეული სისხლის გამო.

სამარცხვინოები ხართ! ლევან ვასაძე როგორ ახსენებთ მოძალადეების მხარეს ქრისტეს?!” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g