საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოს დაცვის სამსახური არ ჰყავს.
ჯაღმაიძე გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას აცხადებს, თუ ვისთან ჰქონდა დაინფიცირებულს კონტაქტი.
საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
„ზოგადად საპატრიარქოს დაცვის სამსახური არ ჰყავს. მის დაცვას ახორციელებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. დროდადრო ხდება თანამშრომლების როტაცია.
დაავადება აღმოაჩნდა ამ სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც საპატრიარქოში შემოსასვლელს აკონტროლებდა. ვისთან ერთადაც ასრულებდა სამუშაოს, კიდევ ორ თანამშრომელს ასევე ჩაუტარდათ კვლევები და მათ არ დაუდასტურდათ ვირუსი.
დაცვის ამ წევრს საპატრიარქოს შიდა შენობასთან და თანამშრომლებთან სხვა კონტაქტი, გარდა შემოსასვლელი პუნქტისა, არ ჰქონდა“, – წერს სოციალურ ქსელში ჯაღმაიძე.