LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი გახდა, ვისთან კოლაბორაციების სურვილი აქვთ ლისასა და რეის

121
photo-collage.png (9)

ლისამ და რეიმ ის არტისტები დაასახელეს, ვისთანაც სამომავლოდ ითანამშრომლებდნენ.

ლისამ ამის შესახებ Wall Street Journal Style-თან ვიდეოინტერვიუში ისაუბრა და ჩარლი XCX-თან კოლაბორაციის სურვილი გამოთქვა.

რეიმ სასურველ კოლაბორატორად, ლედი გაგა დაასახელა. მან ამას ხაზი 97-ე ,,ოსკარების” წითელ ხალიჩაზე გაუსვა, როცა Varierty-ის ჟურნალისტის თემატურ შეკითხვას უპასუხა. რეიმ ლედი გაგას მიმართა და თქვა, რომ მასთან ერთად, ჯაზ სიმღერას ჩაწერდა.

@ladygaganow Raye wants to make a jazz song with @ladygaga 🥺 #gaga #ladygaga #raye ♬ original sound – Lady Gaga Now

შეგახსენებთ, რომ ახლახან, ლისამ და რეიმ დოჟა ქეთთან ერთად სიმღერა – Born Again გამოუშვეს, რომელიც ლისას სადებიუტო სოლო სტუდიური ალბომის – Alter Ego მეოთხე სინგლია. დისკი 28 თებერვალს გამოვიდა. ლისა, როგორც Blackpink-ის წევრი ივლისიდან, ჯგუფის მსოფლიო ტუნეში გაემგზავრება.

ლისა, დოჟა ქეთი და რეი ,,ოსკარების” სცენაზე ,,ჯეიმს ბონდის” საუნდტრეკებით წარდგნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები