LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისურვებდი, ნიკა მელია ამნისტიის კანონპროექტის მიღებამდე გათავისუფლდეს: სამადაშვილი

45
Untitled design (1)

“მე ვისურვებდი, ნიკა მელია ამნისტიის კანონპროექტის მიღებამდე გათავისუფლდეს,” – განაცხადა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა და აღნიშნა, რომ თუ მელიას გასათავისუფლებლად მმართველი გუნდი მის ხელთ არსებულ ბერკეტებს გამოიყენებს – ეს შეთანხმების შესრულებას დაეხმარება.

“სამართლებრივ არგუმენტებზე საუბარი თავის მოტყუებაა” – მელიას ადვოკატი პროცესის გადადების მიზეზს განმარტავს

“მე მიმაჩნია, რომ ნიკა მელია რაც შეიძლება სწრაფად უნდა გათავისუფლდეს, მე ვისურვებდი, ის გათავისუფლდეს ამნისტიის კანონპროექტის მიღებამდე. არ ვიცი, სასამართლო რამდენი ხნით გადაიდო. თუ “ქართული ოცნება” აპირებს დამატებითი ნაბიჯები გადადგას, რომ გადადებულ სასამართლო პროცესზე გამოიყენოს ხელისუფლების ხელში არსებული ბერკეტები ნიკას გასათავისუფლებლად, ვფიქრობ, ეს მხოლოდ მიეხმარება შეთანხმების შესრულებას და უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის დაძლევას.” – თქვა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო. დღეს დაგეგმილ პროცესზე, სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით დაცვის მხარე უნდა წარმდგარიყო. პროცესის გადადების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა

საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 მაისს დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g